თარგმანი: ვინაჲთგან განაფიცხა მხილებაჲ დადებითა მათ ზედა ბრალსა მკლველობისასა, აწ ნუგეშინის-ცემით ეტყჳს: აწ უწყი თქუენისა მაგის მოქცევისა და სინანულისაგან, ვითარმედ უმეცრებით ჰქმენით, რაჲ-იგი ქრისტეს ზედა ჰქმენით თქუენცა და მთავართაცა თქუენთა. ხოლო ამის მიერ განუღებს მათ კარსა სინანულისასა, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა წინამოსწავებულად იტყჳს ვნებასა ქრისტესსა, ვითარმედ: ნებსით ივნო ცხორებისათჳს ყოვლისა სოფლისა, სათნო-ყოფითა მამისაჲთა, და არათუმცა ესე ყოფილ იყო, შემძლებელ იყო იგი, არა ხოლო ჯუარით გარდამოსლვად, არამედ ყოვლად ვერ შეპყრობად მისსა ჴელისაგან ჯუარის-მცუმელთაჲსა. ხოლო წინაჲსწარმეტყუელებანი იგი ჯუარცუმისათჳს თქუმულნი ამისთჳს დაიდუმნა მოციქულმან, რამეთუ აღსავსე იყვნეს იგინი შინებით თქუმითა ჯუარისმცუმელთათჳს, რომელთაჲ არღარა უნდა უმეტეს შეწუხებაჲ.
მოციქულთა საქმეები 3:17
16. რაკიღა ირწმუნა მისი სახელი, ეს კაცი, ვისაც ხედავთ და იცნობთ, განამტკიცა მისმა სახელმა; და მისმა რწმენამ ყველა თქვენგანის წინაშე უბოძა სიმრთელე.17. თუმცა აწ ვიცი, ძმანო, რომ უმეცრებით ჩაიდინეთ ეს, ისევე, როგორც თქვენმა მთავრებმა.18. ხოლო ღმერთმა როგორც წინასწარ გვაუწყა ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო, ასევე აღასრულა.
მოციქულთა საქმეები თავი 3