თარგმანი: ამიერ ვისწავებთ, ვითარმედ არა ჯერ-არს თანა-წარსლვაჲ გლახა კისაჲ მი-რაჲ-ვიდოდით ლოცვად, არამედ უფროჲსღა მაშინ ჩუენებაჲ ქველის საქმისაჲ, რაჲთა ფრთე ზეცად აღმყვანებელ ექმნეს ლოცვათა ჩუენთა, რამეთუ აჰა მოციქულთა დაღათუ არა აქუნდა საჴმარი, არამედ არცა ეგრეთ თანა-წარჰჴდეს, მოწლედ მხედველსა და მთხოველსა მათსა, გარნა რაჲ-იგი აქუნდა, მისგან სცეს მას. ეგრეთვე ჩუენ, დაღათუ არა გუაქუნდენ საჴმარნი, რომლისათჳს ჰეთუმცა პეტრეს თანა კადნიერ ვიყვენით სიტყუად — "ვეცხლი და ოქროჲ არა გუაქუს" — რამეთუ ესე ჴმაჲ ფრიად უპატიოსნეს არს პორფირსა და გჳრგჳნსა და სიმდიდრესა მეფეთასა, უკუეთუ ოდენ ჭეშმარიტად ეგრეთ იყოს, არამედ რომელი რაჲ გუაქუნდეს, გინა თუ სიტყუაჲ სწავლისაჲ ანუ ნუგეშინის-ცემისაჲ, ანუ სხუაჲ რაჲცა რაჲ მადლთაგან სულიერთა, გინა შეძლებათა ჴორციელთა, ყოველივე სამსახურებელად და ზოგად სარგებელად ძმათა უშურველ იყავნ.
მოციქულთა საქმეები 3:5
4. პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა და უთხრა მას: აბა, შემოგვხედე.5. მანაც იმედით ახედა, ეგებ რამე მიწყალობონო.6. მაგრამ პეტრემ უთხრა: ოქრო-ვერცხლი მე არა მაქვს, ხოლო რაცა მაქვს, მოგცემ: იესო ნაზარეველის სახელით აღდეგ და გაიარე.
მოციქულთა საქმეები თავი 3