თარგმანი: იხილე განგებულებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ სასწაულისა მისღა შემდგომად მიუშუა განსაცდელი მათ ზედა, ვითარცა გონებითა განმტკიცებულთა საკჳრველებისა მის მიერ, ხოლო ამისთჳს მთავარი და მღდელნი ზოგად მოიყვანნეს სადუკეველთა, რაჲთა საეროჲ ბრალი დასწამონ მათ, რამეთუ სადუკეველნი აღსძრვიდეს სხუათა მათ ლმობად, ვითარცა მკსინვარენი წვალებისა მათისა დამჴსნელისა მის იესუჲს მიერ მკუდართა აღდგომისა ქადაგებისა და თხრობისანი, რამეთუ შეპყრობითა მით მოციქულთაჲთა დაჴსნაჲ და მოშიშ-ყოფაჲ ეგულებოდა მათი, რომელთა ენებოს რწმუნებად სიტყუაჲ ქადაგებისა მის მათისა საღმრთოჲსაჲ.
მოციქულთა საქმეები 4:2
1. ვიდრე ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს წამოადგნენ მათ მღვდლები, ტაძრის წინამძღვარი და სადუკეველნი,2. განრისხებულნი იმის გამო, რომ ხალხს ასწავლიდნენ და აუწყებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას.3. დაადეს მათ ხელი და დაცვას გადასცეს მეორე დღემდე, რადგანაც უკვე ბინდდებოდა.
მოციქულთა საქმეები თავი 4