თარგმანი: სასწაულთა მიერ და კურნებათა ცხად ჰყოფდეს მოციქულნი წამებასა ქრისტეს აღდგომისასა, ხოლო მოწაფენი მოციქულთანი ამის მიერ მადლთა დიდთა ღირს იქმნებოდეს, რამეთუ არავინ იყო მათ შორის ნაკლულევან, არამედ მდიდართა აღავსეს ნაკლულევანებაჲ გლახაკთაჲ, და ურთიერთას სიყუარულითა ყოველთა შორის საცნაურ ყვეს მოწფობაჲ ქრისტესი, რამეთუ არცაღა ჴელთა მიცემად იკადრებდეს, არამედ ფერჴთა თანა მოციქულთასა დასდებდეს საფასესა თჳსთა სახლთა და აგარაკთასა, რაჲთა ვითარცა სულნი, ეგრეთვე ჴორცნი და სიმდიდრენი თჳსნი მათდა განსაგებელ ყვნენ და არა თჳთ განუყოფდეს, რაჲთა არა მათ ზუაობაჲ და უღონოთა განსაყოფელისათა სირცხჳლი შეემატოს, არამედ ვითარცა ზოგადსა საუნჯესა შინა შეჰკრებდეს, და მიერ ყოველნი სწორად მიიღებდეს, რაჲთა არღარა ჩნდეს მდიდარი და გლახაკი, არამედ ყოველნი სწორ, და რაჲთა ერთბამად სხუათა ჴელისაგან გამოიზარდებოდინ, ვითარცა ძმანი ქრისტეს მიერ.
მოციქულთა საქმეები 4:33
32. ხოლო მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული, და არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.33. მოციქულები დიადი ძალით მოწმობდნენ უფალ იესო ქრისტეს აღდგომას, და იყო დიდი მადლი ყველა მათგანზე.34. არავინ იყო გაჭირვებული მათ შორის, ვინაიდან მიწა-წყლისა თუ სახლების მფლობელნი ყიდიდნენ მათ და გაყიდულის საფასური მიჰქონდათ,
მოციქულთა საქმეები თავი 4