თარგმანი: ყოველსავე ადგილსა პეტრე იწყებს სიტყუად, ვითარცა თავი მოციქულთაჲ და ვითარცა განბრძნობილი სულისა მიერ, პატივით მთავრად უწოდს მათ და მოხუცებულებითა შეამკობს. და ეგრეთღა ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ესოდენ დაბრმობილ ხართ შურითა, რომელ ვითარცა დასაშჯელთა განგჳკითხავთ საქმესა ზედა სამადლობელსა და განსაკჳრვებელსა, მე განგიცხადო, რაჲ-იგი თქუენ არა გნებავს სმენად: სახელითა იესუ ქრისტესითა, რომელი თქუენ, ვითარცა ლიტონი კაცი ნაზარეველი, ეგრეთ ჯუარს-აცუთ, ხოლო ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამან, ვითარცა ჭეშმარიტად ძემან ღმრთისამან, განკურნნა ფერჴნი დაჴსნილნი, რომელნი-ესე წინაშე თქუენსა დგანან ცოცხლებით და სიმრთელით.
მოციქულთა საქმეები 4:8
7. შუაში დააყენეს ისინი და ეკითხებოდნენ: რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს?8. მაშინ პეტრე აღივსო სულით წმიდით და უთხრა მათ: ერისმთავარნო და უხუცესნო,9. რაკი დღეს პასუხს გვთხოვენ სნეული კაცისადმი ქველმოქმედების გამო, რითაც განიკურნა იგი,
მოციქულთა საქმეები თავი 4