მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 5:16

15. ასე რომ, ქუჩაში გამოჰყავდათ სნეულნი და საკაცეებსა და სარეცლებზე აწვენდნენ, რათა ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა მათ.16. ახლომახლო ქალაქებიდანაც აწყდებოდნენ იერუსალიმს, მოჰყავდათ სნეულნი და უწმინდური სულით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.17. მაშინ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, სადუკეველთა მწვალებლობას რომ ეკუთვნოდნენ, აღდგნენ და შურით აღივსნენ.
მოციქულთა საქმეები თავი 5
16. ახლომახლო ქალაქებიდანაც აწყდებოდნენ იერუსალიმს, მოჰყავდათ სნეულნი და უწმინდური სულით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.
თავი ე̂. ერთ-სულისა და ზოგადისა ზიარებისათჳს მორწმუნეთაჲსა და სიკუდილისათჳს ანანიაჲსსა და საპფირაჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
უფროჲს-ღა შეეძინებოდეს მორწმუნენი უფალსა — სიმრავლე მამათაჲ და დედათაჲ, ვითარმედ უბანთაცა ზედა გამოაქუნდეს უძლურნი და დასდგმიდეს ცხედრებითა და საკაცებითა, რაჲთა მოსლვასა მას პეტრესსა აჩრდილი ოდენ ვისმე მისი შეადგეს მათგანსა. და შეკრბებოდა სიმრავლე გარემო ქალაქებისაჲ იერუსალემს და მოაქუნდეს უძლურნი და შეპყრობილნი სულთაგან არაწმიდათა და განიკურნებოდეს ყოველნი (5,14-16).:

თარგმანი: ესეცა წინა-მოასწავა მჴსნელმან, ვითარმედ: რომელსა ვჰრწმენე მე საქმეთა, რომელთა მე ვიქმ, მანცა ქმნნეს და უფროჲს ამათსა ქმნნეს, რამეთუ აჰა აჩრდილი პეტრესი ჰკურნებს, რომელი-ესე არასადა წერილ არს უფლისათჳს, დაღაცათუ ესეცა სახელითა მისითა იქმოდა. ხოლო არა სასწაულთა ოდენ საქმე, არამედ ცხორებისაცა მოციქულთაჲსა სიმაღლე და მოღუაწებისა მათისა ჴორცთა შინა უჴორცოებაჲ, ამას თანა გონებისაცა მათისა სიმდაბლე, ვითარ არარას სასწაულთაგანსა მიიჩემებდეს თჳსად, არამედ ყოველსავე ღმერთსა და მოძღუარსა მათსა ქრისტესა განუკუთნებდეს, ფრიადსა ერსა მორწმუნეთასა შესძინებდა უფალსა, არა ხოლო ქალაქით, არამედ გარემოჲსაცა სოფლებისაგან.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის