თარგმანი: ვითარ-იგი საუფლოსა საფლავსა, ეგრეთვე საპყრობილესა მოციქულთასა მცველნი სცვიდეს, და კარნი კრძალულ კლიტეებითა და დაბეჭდვითა, რაჲთა გულისჴმა-ყონ ჰურიათა, ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ საღმრთო საქმე არს განტევებაჲ მათი მიერ, არამედ ბოროტი იგი შესაკრებელი ვერა-რას ამათგანსა გულისჴმა-ჰყოფდა, ვითარცა შურისა მიერ დაბრმობილნი გონებითა და უღონონი ცნობად რაჲსამე.
მოციქულთა საქმეები 5:24
23. საპყრობილე საგულდაგულოდ დახშული დაგვხვდა, მცველები კი კართან იდგნენ; მაგრამ, რიდესაც გავაღეთ, ვერავინ ვნახეთ შიგ.24. ამ სიტყვების გაგონებისას ტაძრის მცველთა მეთაური და მღვდელმთავარნი საგონებელში ჩავარდნენ, ეს რას ნიშნავსო?25. ვიღაცა მოვიდა და მოახსენა მათ: ის კაცები, თქვენ რომ საპყრობილეში ჩაყარეთ, ტაძარში დგანან და ხალხს ასწავლიანო.
მოციქულთა საქმეები თავი 5