თარგმანი: არა ჰკითხვენ თუ — ვითარ გამოხუედით საპყრობილით? - რაჲთა არა იქადაგოს ძლიერებაჲ ღმრთისაჲ, რომელმან დაკრძალულთაგან კართა და გარე-მოდგომილთა მცველთა, სახედ მფრინველთა გამოიტაცნა იგინი, არამედ ვითარმცა აღეთქუა მათდა მორჩილებაჲ, რაჲთა დაიდუმონ სახელი ქრისტესი, ეგრეთ აბრალებენ, ვითარცა გარდასრულთა, რაჲ-იგი არა აღეთქუა მათდა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: ვერ ჴელ-გუეწიფების არა-ქადაგებაჲ მაგისი, რომლისათჳს თქუენ გუაწუევთ დუმილსა. გარნა შენ იხილე, ვითარ მსაჯულნი მოშიშ არიან დაშჯილთაგან ქადაგთა აღდგომისათა, რამეთუ აღვსებაჲ იერუსალემისაჲ ქადაგებითა ქრისტეს აღდგომისაჲთა განაქიქებდა ღმრთის-მკლველობასა ჰურიათასა, ვინაჲცა იჯმნიან სისხლისაგან, რომლისაჲ მაშინ თქუეს, ვითარმედ: "ჩუენ ზედა იყავნ და შვილთა ჩუენთა ზედა" (), და, ვითარცა ლიტონი კაცი, ჯუარს-აცუეს.
მოციქულთა საქმეები 5:27
26. მაშინ მცველთა უფროსი მსახურების თანხლებით წავიდა და მოიყვანა ისინი, მაგრამ ძალა არ უხმარიათ, ვინაიდან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო.27. როდესაც მოიყვანეს, სინედრიონში დააყენეს ისინი და მღვდელმთავარმა ჰკითხა მათ:28. აკი სასტიკად აგიკრძალეთ, რომ აღარ გესწავლებინათ ამ სახელით? და, აჰა, თქვენი მოძღვრებით აგივსიათ იერუსალიმი და გინდათ, რომ ჩვენზე მოიწიოს იმ კაცის სისხლი.
მოციქულთა საქმეები თავი 5