თარგმანი: მკლველობისაგან დაეყენნეს ზრახებითა გამალიელისითა, ხოლო ტანჯვაჲ იგი მოციქულთაჲ ყვეს დასაცხრობელ მრისხანებისა თჳსისა. ხოლო მოციქულნი მხიარულ იქმნნეს ტანჯვასა მას ზედა, რომელ შეემთხჳა სახელისათჳს ქრისტესისა. და ტკივილნი იგი საშუებელად შეერაცხნეს, რომელი-ესე ცხად ყვეს, რამეთუ არღარა ტაძარსა შინა ოდენ, არამედ სახლებსაცა მიმოვიდოდეს ხარებად სიტყუათა და მოძღურებათა იესუჲსთა, რომელი-იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი და ცხორებაჲ ყოველთაჲ.
მოციქულთა საქმეები 5:40
39. ხოლო თუ ღვთისაგან არის, თქვენ ვერ ჩაშლით მას; მაშ, გაფრთხილდით, ღვთისმბრძოლებად არ შეირაცხოთ.40. დაუჯერეს მას, მოუხმეს მოციქულებს, ჰგვემეს, იესოს სახელით ლაპარაკი აუკრძალეს და გაუშვეს ისინი.41. ხოლო ისინი გამოვიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ იესოს სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი შეიქნენ.
მოციქულთა საქმეები თავი 5