თარგმანი: ესოდენ დიდ იყო სიმრავლე საფასეთა განსაგებელთაჲ და მრავალ — რიცხჳ ქურივთაჲ, რომელ შჳდნი კაცნი საჴმარ იქმნნეს გამორჩევად და თავ მათდა იყო სტეფანე, ხოლო ჴელთდასხმაჲ იგი მათი არა იყო მსახურად საკურთხეველისა, ვითარ-ესე აწ ჩუენ ჴელთდასხმულ ვჰყოფთ დიაკონთა, არამედ მსახურად საჴმარისა მის ქურივთაჲსა დადგინებულ იქმნნეს, რამეთუ, ვითარ ვჰგონებ, მაშინ ჯერეთ არა იყო განწესებაჲ პატივთა ამათ აწინდელისა ეპისკოპოსთა და ხუცეს-დიაკონთაჲ. თჳნიერ მხოლოდ მოციქულნი ჰყოფდეს ყოველსავე, ვითარ-ესე აწ გამორჩეულთა მათ ჴელი დასდვეს თავსა და წართქუეს მათ ზედა ლოცვაჲ. ხოლო ჴელთდასხმასა მას და ლოცვასა შეუდგა მიღებაჲ სულისა წმიდისაჲ. და ეგრეთვე აწცა ჴელის დადებასა მღდელთმოძღურისასა შეუდგს მიღებაჲ სულისა წმიდისაჲ, უკუეთუ ჭეშმარიტებით ღირს იყოს მიმღებელი იგი პატივსა მას ჴელთდასხმისა მიერსა.
მოციქულთა საქმეები 6:5
4. ხოლო ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი.5. მოეწონა ეს სიტყვა მთელ კრებულს და აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულით წმიდით აღსავსე კაცი, ფილიპე და პროხორე, ნიკანორი და ტიმონი, პარმენი და ნიკოლაოსი, ანტიოქელი პროზელიტი,6. რომლებიც წარადგინეს მოციქულთა წინაშე; ილოცეს და ხელი დაადეს მათ.
მოციქულთა საქმეები თავი 6