თარგმანი: რომელთაცა პური ცხორებისაჲ ქრისტე განიშორონ, მათ შეემთხუევის სიყმილი სიტყჳსა ღმრთისაჲ, ვიდრემდის კუალად მისსავე მიივლტოდიან, ვითარ-ესე მომყმარნი ძენი იაკობისნი მიივლტოდეს იოსებ მათ მიერ განსყიდულისა, რომლისა ნათესავისა განცხადებაჲ ამისთჳს სახარულევან უჩნდა ფარაოს, რამეთუ არა მონა და მონათა შვილ, არამედ აზნაურ აზნაურთაგან არს მის მიერ მეფე-ქმნილი იოსებ.
მოციქულთა საქმეები 7:12
11. ჩამოვარდა შიმშილობა და დიდი გაჭირვება მთელს ეგვიპტესა და ქანაანში, და ვეღარ შოულობდნენ საზრდოს ჩვენი მამები.12. ხოლო იაკობმა გაიგო, რომ ეგვიპტეში არის პური, და გაგზავნა პირველად ჩვენი მამები.13. მეორედ კი გამოეცნაურა იოსები თავის ძმებს, და შეიტყო ფარაონმა იოსების გვარი.
მოციქულთა საქმეები თავი 7