თარგმანი: შეისწავე შემოკლებულად წარმოთქუმასა ამას შინა თხრობისასა, ვითარმედ არა ხოლო იოსებისნი, არამედ ზოგად ათორმეტთა მამათმთავართა ძუალები მოიღეს ქუეყანად პალესტინისა და დასხნეს იგინი სარრაჲს თანა და აბრაჰამისსა და ისაკისსა და იაკობისსა. ამას თანა იხილე, ვითარ ამასცა ამხილებს ჰურიათა, ვითარ აბრაჰამს საფლავიცა სყიდით აქუნდა, ხოლო მათ ვრცელი ქუეყანაჲ დაუმკჳდრებიეს ღმრთისა მიერ.
მოციქულთა საქმეები 7:14
13. მეორედ კი გამოეცნაურა იოსები თავის ძმებს, და შეიტყო ფარაონმა იოსების გვარი.14. გაგზავნა იოსებმა ხალხი და მოიხმო მამამისი იაკობი და მთელი თავისი საგვარეულო, სამოცდათხუთმეტი სული.15. ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში, სადაც აღესრულა ისიც და ჩვენი მამებიც.
მოციქულთა საქმეები თავი 7