თარგმანი: შეისწავე შემოკლებულად წარმოთქუმასა ამას შინა თხრობისასა, ვითარმედ არა ხოლო იოსებისნი, არამედ ზოგად ათორმეტთა მამათმთავართა ძუალები მოიღეს ქუეყანად პალესტინისა და დასხნეს იგინი სარრაჲს თანა და აბრაჰამისსა და ისაკისსა და იაკობისსა. ამას თანა იხილე, ვითარ ამასცა ამხილებს ჰურიათა, ვითარ აბრაჰამს საფლავიცა სყიდით აქუნდა, ხოლო მათ ვრცელი ქუეყანაჲ დაუმკჳდრებიეს ღმრთისა მიერ.
მოციქულთა საქმეები 7:16
15. ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში, სადაც აღესრულა ისიც და ჩვენი მამებიც.16. გადმოასვენეს ისინი სიქემს და დაკრძალეს სამარხში, ვერცხლის ფასად რომ ეყიდა აბრაამს ემორ სიქემელის ძეთაგან.17. როდესაც მოახლოვდა აღთქმის აღსრულების ჟამი, ღმერთმა რომ მისცა აბრაამს, გამრავლდა და გაძლიერდა ხალხი ეგვიპტეში
მოციქულთა საქმეები თავი 7