თარგმანი: საჴმარ იყო, რაჲთა ორმეოც წელ მათ თანა დაყოვნებითა კეთილად ეუწყნენ მას სივერაგენი მეგჳპტელთანი, რაჲთა ღონიერ და მეცნიერ იქმნეს ბრძოლად მათდა. ამისსა შემდგომად იცნა ბუნებამან თჳსებაჲ მათი, რომელთა შეწევნისათჳს მოკლა მეგჳპტელი იგი, ვითარ ვიეთგანმე თქუმულ არს, არა ჴელის-მიყოფითა და ცემითა, არამედ სიტყჳთ ოდენ და ბრძანებით, ვითარცა თავმან მოციქულთამან უყო ანანიას, და დაღაცათუ ჴელითა მოკლა, ესეცა არა მკლველობა არს, არამედ ფინეზისებრ და ელიაჲსებრ სიმდიდრე შურისა საღმრთოჲსაჲ, რომელ აქუნდა მოსეს გამოჴსნად თჳსთა ნათესავთა მიმძლავრებულებისა, რომელთა-იგი არა გულისჴმა-ყვეს ჴელითა მისითა ქმნაჲ ცხორებისა მათისაჲ.
მოციქულთა საქმეები 7:23
22. განისწავლა მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით და იყო ძლიერი სიტყვით და საქმით.23. ხოლო როცა ორმოცი წლისა შესრულდა, თავისი ძმების, ისრაელის ძეთა სანახავად გაუწია გულმა.24. დაინახა, რომ ერთს ჩაგრავდნენ, გამოესარჩლა, განგმირა ეგვიპტელი და ჩაგრულის შური იძია.
მოციქულთა საქმეები თავი 7