თარგმანი: რომელთა-იგი მოკლვითა მით მეგჳპტელისაჲთა და განრინებითა ისრაელისაჲთა უჴმდა ცნობად მოსესთჳს, ვითარმედ ესე არს მომსრველი მეგჳპტელთაჲ და მაცხოვნებელი ისრაელთაჲ, ესენი დაღაცათუ არა საქმით, არამედ სიტყჳთ შესმენითა მოჰკლვენ მოსეს, რამეთუ უკუეთუმცა არა ლტოლვილ იყო, მოიკლვოდა ფარაოჲსგან, ვინაჲთგან განცხადნა მკლველობაჲ მისი. ამის ყოვლისა მოსეს სახისა შემოღებითა ქრისტესთჳს მოაჴსენებს მათ სტეფანე, ვითარ-იგი ეტყოდეს ჰურიანი: რომლითა ჴელმწიფებითა მაგას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ეგე? რამეთუ ამითვე სახითა, ვითარ-იგი მოსე მადიამს, ეგრეთვე ქრისტე გალილეას ივლტოდის ჰურიათაგან, რაჲთა ჟამ ერთ ადგილ-სცეს რისხვასა მათსა, ვითარ-იგი შურითა განიპებოდიან მკლველნი იგი მისნი. ხოლო მოსეს მწირობასა ამით განადიდებს, ვითარმედ: არა მცირედი ჟამი დაყო, არამედ ესხნეს მას მუნ ორ ძე, რომელი-ესე სასწაული არს მიმყოვრებულად განგრძობისა მისისაჲ სოფელსა მას უცხოთასა.
მოციქულთა საქმეები 7:29
28. იქნებ ჩემი მოკვლაც გწადია, როგორც მოჰკალი გუშინ ეგვიპტელი?29. ამ სიტყვების გაგონებისას გაიქცა მოსე და მადიამის მხარეში გადაიხვეწა, სადაც შეეძინა ორი ვაჟი.30. ორმოცი წელი რომ გავიდა, ეჩვენა მას უფლის ანგელოზი ცეცხლმოდებული მაყვლოვანის ალში.
მოციქულთა საქმეები თავი 7