თარგმანი: რაჲთა შენ ისწავო უდაბნოჲს მოყუარებაჲ, ამისთჳს ყოველი საღმრთოჲ ჩუენებაჲ წმიდათა უდაბნოს განშორებულთა და სიმაღლედ აღსრულთა გამოუჩნდების. ხოლო რომელსა-ესე აწ ანგელოზად უწოდს, ესე იგი არს ძე ღმრთისაჲ, ანგელოზი დიდისა მის ზრახვისაჲ, რომელ არს ქადაგი მამისა ღმრთეებისაჲ. "ცეცხლ" უკუე ამისთჳს, რამეთუ ღმერთი ჩუენი ცეცხლ შემწუველ არს, ხოლო "მაყულოვანით გამო" რაჲთა მოასწავოს, ვითარმედ ჩუენდა გარდამოვალს და ჴორცთა უძლურებასა, მაყულის სახესა, არა შესწუავს ცეცხლითა ღმრთეებისაჲთა, და უდაბნოსა შინა იხილვების, რომელ არს ეკლესიაჲ წარმართთაჲ. მითვე ჴმითა ესაიაჲსითა - "იხარებდ უდაბნოჲ წყურიელი, იშუებდ და ყუაოდე ვითარცა შროშანი" () ესრეთ უკუე ანგელოზ წოდებულმან პირველ საუკუნეთა ძემან ჴმა-უყო მოსეს, ვითარმედ იგი არს ღმერთი აბრაჰამ, ისაკ და იაკობისი.
მოციქულთა საქმეები 7:31
30. ორმოცი წელი რომ გავიდა, ეჩვენა მას უფლის ანგელოზი ცეცხლმოდებული მაყვლოვანის ალში.31. გაოგნდა ამ ჩვენების შემყურე მოსე, ხოლო როცა სამზერად მიუახლოვდა, უფლის ხმა შემოესმა:32. „მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა“. შეძრწუნებულმა მოსემ ვეღარ გაბედა შეხედვა.
მოციქულთა საქმეები თავი 7