თარგმანი: შემდგომად მოსეს შესხმისა ჟამიერად შემოაქუს წამებაჲ მისი წიგნისაგან მეორისა შჯულისა, ვითარმედ: უეჭუელად ჯერ-არს აღსრულებად წინაჲსწარმეტყუელებასა შჯულის-მდებელისასა, რამეთუ აჰა წინაჲსწარმეტყუელი იგი, მსგავსი მისი თჳსთაგან დაწუნებულობითა, და ვითარ-იგი მადიამს ფარაოჲსგან, ეგრეთვე ესე ჰეროდესგან ეგჳპტეს სივლტოლითა, და ვითარ იგი ძუელისა, ეგრეთვე ესე — ახლისა შჯულის-მდებელრითა, რამეთუ ძუელ-სადმე — წინაჲსწარმეტყუელთა, ხოლო უკუანაჲსკნელ ძისა მიერ თჳსისა გუეტყოდა ჩუენ ღმერთი მამაჲ, რომელი დაადგინა უფალმან შჯულის-მდებელად ჩუენ წარმართთა ზედა.
მოციქულთა საქმეები 7:37
36. მან გამოიყვანა ისინი და მოახდინა სასწაულები და ნიშები ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წლის მანძილზე.37. ეს არის მოსე, რომელმაც უთხრა ისრაელის ძეთ: უფალი ღმერთი თქვენს ძმათაგან აღგიდგენთ ჩემნაირ წინასწარმეტყველს: მას უსმინეთ.38. ეს არის, ვინც იყო უდაბნოს საკრებულოში, სინას მთაზე მასთან მოსაუბრე ანგელოზსა და ჩვენს მამებთან ერთად; ვინც მიიღო სიტყვანი სიცოცხლისა, რათა მოეცა ჩვენთვის;
მოციქულთა საქმეები თავი 7