მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 7:39

38. ეს არის, ვინც იყო უდაბნოს საკრებულოში, სინას მთაზე მასთან მოსაუბრე ანგელოზსა და ჩვენს მამებთან ერთად; ვინც მიიღო სიტყვანი სიცოცხლისა, რათა მოეცა ჩვენთვის;39. ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და ეგვიპტისაკენ მიიქცნენ თავიანთი გულით.40. და უთხრეს აარონს: შეგვიქმენი ღმერთები, რომლებიც გვიწინამძღვრებენ: ვინაიდან არ ვიცით, რა შეემთხვა მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან.
მოციქულთა საქმეები თავი 7
39. ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და ეგვიპტისაკენ მიიქცნენ თავიანთი გულით.
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ესე არს, რომელი იყო კრებულსა მას თანა უდაბნოსა ზედა, ანგელოზისა მის თანა, რომელი ეტყოდა მას მთასა სინასა და მამათა ჩუენთა, რომელმან შეიწყნარა სიტყუანი იგი ცხორებისანი მოცემად ჩუენდა, რომელთაჲ არა ინებეს დამორჩილებად მამათა მათ ჩუენთა, არამედ განიშორნეს და მიიქცეს გულითა მათითა ეგჳპტედ (7,38-39).:

თარგმანი: მოსე იყო ისრაელთა კრებულსა თანა უდაბნოსა ზედა, თანა-მავალობითა მით დიდისა მის ზრახვისა ანგელოზისაჲთა, რომელი მიერ მთით სინით ეტყოდა მას მოცემად სიტყუათა შჯულისათა, რამეთუ იგი არს მომცემელი ძუელისა და ახლისა შჯულისაჲ და კუალად წინაჲსწარმეტყუელებათაჲცა, რომელთა "სიტყუად ცხორებისა" ამისთჳს უწოდს, რამეთუ სიტყუანი საქმით აღესრულებიან, რამეთუ აჰა გამოჩნდა წინაჲსწარმეტყუელი იგი მოსეს მოსწავებული, რომელი არა შეიწყნარა ნათესავმან ჰურიათამან. ხოლო შენ იხილე, ვითარ რომელთაცა საქმესა ჰბაძვიდეს კაცი, დაღაცათუ ჴორცითა შორს იყოს, გულითა და გონებითა მათდა მიქცეულ არს, ვითარ-ესე აწ ისრაელთათჳს იტყჳს, რაჟამს იწყეს უდაბნოსა ზედა ძრად ჩუეულებათა მეგჳპტურთა, ვითარმედ: მიიქცეს გულითა მათითა ეგჳპტედ. რამეთუ ყოველი ურჩი ღმრთისაჲ მორჩილ მეგჳპტელთა ქმნულ არს, რომელ არიან ეშმაკნი და ვნებანი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის