თარგმანი: ესოდენ ბრმა არს უკეთურებაჲ; რამეთუ ვითარ ეგების ქმნაჲ ღმრთისაჲ, ანუ ვითარ ღმერთ არს შექმნული იგი? გარნა იტყჳან აჰრონისთჳს, ვითარმედ: არა თუ გონებითა განდრკა ღმრთისაგან, არამედ ღონისძიებით დროებდა მოლოდებისათჳს მოსესსა. და რაჟამს უღონო იქმნა, საძნაური საქმე ითხოვა მათგან; ნუუკუე ვერ შეუძლონ მოღებად სამკაულსა ცოლთა მათთასა, გარნა ეშმაკმან მსწრაფლ შეკრებად სცა და აჰრონ ამას გულისჴმა-ჰყოფდა, ვითარმედ: ვინაჲთგან უსმ არიან, სამართალ არს, რაჲთა მოეძარცოს ნიში იგი მორჩილებისაჲ — საყური — ყურთა მათთა. და რაჟამს იქმნა ჴბოჲ იგი, მაშინცა კიცხევით ჰრქუა: ესე არიან ღმერთნი შენნი, რომელთა გამოგიყვანეს შენ ქუეყანით ეგჳპტით, რაჲთამცა ჴსენებად მოიყვანნა იგინი სასწაულსა მას ზღჳსა განპებისასა, არამედ ეგრეთცა განრისხნა-ვე ღმერთი აჰრონისთჳს, რამეთუ არა კადნიერებით წინა-განეწყო სიბორგილესა ერისასა, და არა შეუნდობდა მას, ვიდრემდის არა მოსე ევედრა მისთჳს.
მოციქულთა საქმეები 7:40
39. ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და ეგვიპტისაკენ მიიქცნენ თავიანთი გულით.40. და უთხრეს აარონს: შეგვიქმენი ღმერთები, რომლებიც გვიწინამძღვრებენ: ვინაიდან არ ვიცით, რა შეემთხვა მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან.41. შექმნეს იმ დღეებში ხბო. მსხვერპლი შესწირეს და შეჰხაროდნენ მათივე ხელით ქმნილს.
მოციქულთა საქმეები თავი 7