თარგმანი: წინაჲსწარმეტყუელებისაგან ამოსისსა არს სიტყუაჲ ესე, რომლისა მარტივი ძალი ესრეთ თქუმულ არს, ვითარმცა ეტყოდა ღმერთი უკუანაჲსკნელ მზორველთა მათ სამარიაჲსათა, ვითარმედ: ნუ გგონიეს თუ ახალ რაჲმე არს აწინდელი ეგე კერპთმსახურებაჲ თქუენი, არამედ მუნვე უდაბნოსა ზედა რაჲ იყვენით ორმეოც წელ, სადა-იგი გიჴმდა უფროჲსი შიში ჩემი, არა ჩემდა ოდენ შესწირევდით საკლველებსა და მსხუერპლებსა, არამედ პირველ ჩემსა აღიღეთ კარავი მოლოქისი, და შემდგომი სიტყუათაჲ ამათ. ხოლო ძალი თხრობისაჲ საქმეთაჲ მათ ესე არს, რამეთუ რაჟამს გა(29რბ)მოადნვეს ჴბოჲ იგი უდაბნოს, არა ხოლო მას თაყუანის-სცემდეს, არამედ კაცად-კაცადმან ყოველივე სახე კერპთმსახურებისაჲ სრულ ყო, რაოდენსა ჩუეულ იყვნეს ეგჳპტეს. და ესე არს აღებაჲ მოლოქის კარვისაჲ, რამეთუ კარავთა შინა თჳსთა აღჰმართეს კერპი სახელით მოლოქ, მსგავსად მოაბელთა ჩუეულებისა, რამეთუ მათი კერპი იყო მოლოქ, რომელსა ზედა მოსხმულ იყო თუალები ქვათა პატიოსანთაჲ და უპატიოსნესი მათი იყო წუერსა შუბლისა მისისასა, რომელსა სახე აქუნდა მთიებისაჲ. გამოითარგმანების უკუე სახელი მოლოქისი მეფედ მათდა, ხოლო რემფაჲსი — სიბნელედ, და თარგმანებისაებრ...
მოციქულთა საქმეები 7:43
42. მაშინ ღმერთმა პირი იბრუნა მათგან და ციური ლაშქრის სამსახურს მიანება ისინი, როგორც წერია წინასწარმეტყველთა წიგნში: „სახლო ისრაელისა, თუ მოგიტანიათ ჩემთვის მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში ორმოც წელიწადს?43. თქვენ მიიღეთ მოლოხის კარავი და ვარსკვლავი თქვენი ღმერთის რაიფანისა, ხატებანი, რომელნიც შეჰქმენით, რათა თაყვანი გეცათ მათთვის; ამიტომაც გადაგასახლებთ ბაბილონს მიღმა“.44. მოწმობის კარავი ჩვენს მამებთან იყო უდაბნოში, როგორც უბრძანა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, შეექმნა იგი მის მიერ ხილული ხატის მსგავსად.
მოციქულთა საქმეები თავი 7