თარგმანი: კარავ საწამებელ ეწოდა კარავსა მას მოსეს ხილულსა და ბესელიელის ქმნულსა, რამეთუ მას შინა ჰრქუა ღმერთმან მოსეს: უწამე ერსა მაგას, რაჲ-ღა სხუაჲ? თჳნიერ, ვითარმედ: უკუეთუ გარდაჰჴდეთ მცნებათა შჯულისათა, უბრალომცა ვარ მე სისხლისაგან სულთა თქუენთა წარწყმედისა. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ ზოგად ყოვლისა აგებულებისა სახე მოაქუნდა კარავსა მას ზეცათა და ქუეყანისაჲ. სულისა და ჴორცთაჲ, ხილულთა და უხილავთაჲ. გარნა აწ ამისთჳს მოიჴსენებს სტეფანე კარავსა მას საწამებელსა, ვითარმცა ეტყოდა ჰურიათა, ვითარმედ: რაჲსა მაყუედრებთ. უკუეთუ ვთქუ დაცადებაჲ შჯულისა მსხუერპლთაჲ! აჰა უდაბნოსა ზედა არა იყო ტაძარი, არამედ კარავსა შინა ჰყოფდა ღმერთი ჩუენებათა და მიერ უწამებდა ერსა, რაჲ-იგი ჯერ-იყო ქმნად გინა არა-ქმნად, და მიერ მოსესითგან დავითისამდე იგივე კარავი მიმოიღებოდა, ვიდრემდის დავით ითხოა ოდენ, და წინაგანმზადა ნივთი საშენებელი ტაძრისაჲ, არამედ დაყენებულ იქმნა შენებად წინაჲსწარმეტყუელისა მიერ.
მოციქულთა საქმეები 7:46
45. ჩვენმა მამებმა მიიღეს იგი და იესოსთან ერთად შედგანეს იმ ხალხების სამკვიდრებელში, რომლებიც განდევნა ღმერთმა ჩვენი მამების წინაშე; ასე იყო დავითის დრომდე.46. მან ჰპოვა მადლი ღვთის წინაშე და ითხოვა, რომ ეპოვა იაკობის ღმერთის სავანე.47. სახლი კი სოლომონმა აუგო მას.
მოციქულთა საქმეები თავი 7