თარგმანი: ამას უქადაგებს, ვითარმედ: სულისა წმიდისა წინააღმდგომი მამისა და ძისა წინა-აღმდგომ არს. და ვინაჲთგან მამათა მათთა შვილებისათჳს მოქადულ იყვნეს ჰურიანი, ამისთჳს მამათა მათთა წინაჲსწარმეტყუელთა მდევნელ და მკლველ, ხოლო ამათ უბრალოდ განმცემელ და მკლველ უწოდს მართლისა მის უფლისა და ყოველთა განმამართლებელისა მეუფისა და მაცხოვრისა ჩუენისა.
მოციქულთა საქმეები 7:52
51. ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც.52. რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემნი და მკვლელები ახლა თქვენ გახდით.53. თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა ბრძანებით, მაგრამ არ შეინახეთ იგი.
მოციქულთა საქმეები თავი 7