თარგმანი: წინაჲთვე განიგუმირნეს მხილებათაგან მისთა და გულს-ედვა მოკლვაჲ მისი, არამედ დიდებისათჳს კაცთაჲსა, რაჲთა არავინ განგმნეს, ვითარმედ მრისხანებით მოკლეს მხილებისათჳს მათისა, ამისთჳს ეძიებდეს მიზეზსა და რაჟამს თქუა სტეფანე, რაჲ-იგი იხილა, მყის ვითარცა მგმობარსა ზედა მიეტევნეს, და დაყოფითა ყურთაჲთა აჩუენეს, ვითარმცა ბოროტი რაჲმე ეთქუა მას ღმრთისათჳს, და იწყეს ქვისა დაკრებად მისსა. ხოლო შენ ხილვაჲ ესე სტეფანესი დგომად ძისა სახისმეტყუელებით გულისჴმა-ყავ, რამეთუ შემწედ სტეფანესსა დგა, რაჲთა განამჴნოს იგი ღუაწლსა მას წამებისასა, ვინაჲთგან წინაჲწარმეტყუელიცა ეტყჳს: აღდეგ ღმერთო. შემეწიენ ჩუენ, რამეთუ აღდგომად უწოდთ შეწევნასა და ჯდომად —მიმყოვრებასა შეწევნისასა. და კუალად, დგომაჲ რაჲ გესმოდის (ოდესმე მამისაჲ მარჯულ ძისა, ვითარმედ: წინაშე ჩემსა არს და მარჯულ ჩემსა, და კუალად ძისაჲ — მარჯულ მამისა) გულისჴმა-ყავ, ვითარმედ სახისმეტყუელებით ითქუმის ესე, რამეთუ გარე-შეუწერელთა მათ მარცხენე და მარჯუენე არა არს, არცა რომელი ადგილი დაიტევს მათ ჯდომად, არამედ ჯდომაჲ და დგომაჲ ითქუმის სამარადისოდ მყოფობისათჳს მათისა და სიმტკიცისა; ხოლო...
მოციქულთა საქმეები 7:56
55. ხოლო მან, სულით წმიდით აღვსილმა, ცას ახედა და იხილა დიდება ღვთისა და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო.56. მაშინ თქვა: აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს.57. ხოლო ისინი ხმამაღლა აყვირდნენ, ყურები დაიცვეს და ერთად მისცვივდნენ მას.
მოციქულთა საქმეები თავი 7