...ემ არ იცის, ამიტომაც ხშირად, განზრახვის მიუხედავად, ვერ მოდის, რათა შეიტყონ, რომ მან მრავალი რამ არ იცის. ამრიგად, ამისგან დიდი სარგებელი იყო. რადგან ასეთ ვითარებაშიც კი იქნებოდნენ ზოგნი, რომლებიც იტყოდნენ: „ესე არს ძალი ღმრთისაჲ დიდი" (), სხვები კი იტყოდნენ: „ესა და ეს, და ისა და ის". უძლურების ეს გამოჩენა რომ არ მომხდარიყო, რას აღარ იფიქრებდნენ? აქ კი ეს თითქოს თესალონიკელთა ბრალდებად ჩანს; მაგრამ ვინც ზედმიწევნით განიხილავს, მას თესალონიკელთა დიდი საკვირველებაც ეცხადება და განსაცდელთა სიჭარბეც გამოჩნდება. როგორ? ყურად იღე. რადგან, თუ წინასწარ უთხარი მათ: „რაჲთა არას იურვიოდით ჭირთა ამათ შინა, რამეთუ თქუენ თჳთ უწყით, ვითარმედ ვდგათ-ვე ამისთჳს" (), რატომღა აგზავნი კვლავ ტიმოთეს, თითქოს იმის გეშინოდეს, რომ რაიმე ისეთი მოხდეს, რაც არ გსურს? ტიმოთეს, ერთი მხრივ, დიდი სიყვარულის გამო აგზავნის; რადგან მოყვარულნი, დიდი მხურ...
მოციქულთა საქმეები 8:10
9. იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, გრძნეულებას რომ მისდევდა უწინ, აცვიფრებდა სამარიელებს და დიდ ვინმედ მოჰქონდა თავი.10. ყველა, დიდი თუ პატარა, უსმენდა და ამბობდა: ეს არის ძალა ღვთისა, დიადად რომ იწოდებაო.11. სმენით კი იმიტომ უსმენდნენ, რომ რა ხანია აცვიფრებდა მათ გრძნეულებით.
მოციქულთა საქმეები თავი 8