მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 8:14

13. თვითონ სიმონმაც ირწმუნა და ნათელ იღო, გვერდიდან აღარ შორდებოდა ფილიპეს, და, დიდ ძალთა და სასწაულთა მხილველს, უკვირდა.14. იერუსალიმში დარჩენილმა მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიამ მიიღო ღვთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე,15. რომლებმაც ჩასვლისას ილოცეს მათთვის, რათა მიეღოთ სული წმიდა.
მოციქულთა საქმეები თავი 8
14. იერუსალიმში დარჩენილმა მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიამ მიიღო ღვთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე,
თავი ი̂. სიმონისთჳს რაჟამს ჰრწმენა და მუნ მისლვისათჳს პეტრე და იოვანესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ესმა რაჲ უკუე მოციქულთა, რომელნი იყვნეს იერუსალემს, რამეთუ სამარიას შეიწყნარეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ, მიავლინნეს მათდა პეტრე და იოვანე, რომელნი-იგი ვითარცა მივიდეს, ლოცვა ყვეს მათთჳს, რაჲთა მიიღონ სული წმიდაჲ, რამეთუ მუნამდე არა იყო არცა ერთსა მათგანსა ზედა მოწევნულ სული წმიდაჲ, გარნა ბანილ ხოლო იყვნეს სახელითა უფლისა იესუჲსითა. მაშინ დაასხმიდეს ჴელთა მათ ზედა და მიაქუნდა სული წმიდაჲ (8,14-17).:

თარგმანი: არა შეუძლებელ იყო ფილიპესგან მიცემაჲ სულისა წმიდისაჲ, რომელი-იგი ეშმაკთა განსხმად და სენთა კურნებად შემძლებელ იყო. არამედ უწყოდა, ვითარმედ უჟამო არს ჯერეთ, ვითარ-იგი თჳთ სიმონისიცა ნათლის-ცემაჲ არავე ჟამიერ იყო, რამეთუ აქუნდა-ვე თბე სიბოროტისაჲ. ეგრეთვე ერსა მასცა, დაღაცათუ ჭეშმარიტად ერწმუნა, არამედ უჴმდა-ვე მიმყოვრებულად მიღებაჲ გამოცდილებისაჲ, და რამეთუ თავთა მოციქულთაცა ადგილსცემდა, რაჲთა უმეტესი საკუთრებაჲ თჳსი აჩუენოს მათდა მიმართ. რამეთუ ესე წესი აწცა დაცვულ არს ეკლესიათა შინა, რომელ შემდგომად ნათლის-ღებისა ჴელის დადებითა მღდელისაჲთა მიიღებენ ნათელღებულნი მადლსა სულისა წმიდისასა, და უმცირესნი პატივითა უდიდესთა მათ დაუმარხვენ თჳსსა მათსა პატივსა. ამისთჳს, ვითარცა დიაკონნი მღდელთა და ეპისკოპოსთა, ეგრეთვე მოწაფენი მოციქულთა ადგილ-სცემდეს. გინა თუ ესრეთცა ვთქუა, ვითარმედ: მიელოდა ოდენ ფილიპე თავთა მათ მოციქულთა, ხოლო მო-რაჲ-ვიდეს იგინი, მათ თანავე იგიცა ჴელის დადებითა მისცემდა მის მიერ ნათელ-ღებულთა მათ მადლსა სულისა წმიდისასა, რამეთუ სული იგი მადლით მიტევებისა ბრალთაჲსაჲ ნათლის-ღებასავე თანა მიეღო მათ. ხოლო აწინდელი ესე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის