მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ი̂. სიმონისთჳს რაჟამს ჰრწმენა და მუნ მისლვისათჳს პეტრე და იოვანესსა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

კაცი ვინმე იყო, რომელსა სახელი ერქუა სიმონ, წინაჲთვე იყო ქალაქსა მას შინა, ჰგრძნებდა და განაკჳრვებდა ნათესავსა მას სამარიტელთასა, რომელსა ჰხედვიდეს ყოველნი, მცირითგან ვიდრე დიდადმდე და იტყოდეს, ვითარმედ: ესე არს ძალი ღმრთისაჲ დიდი. ხოლო ერჩდეს მას, რამეთუ მრავლით ჟამითგან გრძნებითა განეკჳრვნეს იგინი. და რაჟამს ჰრწმენა ფილიპესი, სახარებაჲ სასუფეველისათჳს ღმრთისა და სახელისათჳს იესუ ქრისტესისა, ნათელს-იღებდეს მამანი და დედანი. და სიმონსცა თჳთ ჰრწმენა-ვე ნათელს-იღო. და იყო დადგრომილ ფილიპეს თანა, და ჰხედჳდა სასწაულებსა და ძალთა დიდთა, რომელნი იქმნებოდეს, და დაუკჳრდებოდა (8.9-13).

თარგმანი: არა ჯერ-არს ყოვლადვე მიახლებაჲ მოგუთაჲ, და უკუეთუ ვინმე მიეახლოს სადმე ცდომით, გინა დამთხუევით, მყის წარივლტოდენ მათგან, რაჲთა არა შეამრღჳონ ცნობაჲ მისი ვერღარა განრჩევად ტყუვილისა და ჭეშმარიტებისა რომელი-ესე შეემთხჳა სამარიტელთა მახლობელობითა სიმონისითა, ვიდრეღა საეშმაკოჲ იგი საოცრებაჲ მისი ძალად ღმრთისად დიდად შეერაცხა, ვიდრემდის ქადაგებამან ფილიპესმან ამხილა სიცრუვე მისი, და ერი იგი სრულიად განათავისუფლა სივერაგეთა მისთაგან, რამეთუ სარწმუნოებით ნათელს-იღეს. ხოლო სიმონისი ორგულებით იყო რწმუნებაჲ და ნათლის-ღებაჲ, და არა სხჳსა რაჲსათჳსმე იყოფოდა ფილიპეს თანა, არამედ რაჲთა მიიღოს ჴელმწიფებაჲ უმეტეს მოქმედებად სასწაულთა და ძალ-ედვას ფასის სავაჭროდ განცემად მადლსა ყოვლად-წმიდისა სულისასა უმეტესისა შეძინებისათჳს.

ესმა რაჲ უკუე მოციქულთა, რომელნი იყვნეს იერუსალემს, რამეთუ სამარიას შეიწყნარეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ, მიავლინნეს მათდა პეტრე და იოვანე, რომელნი-იგი ვითარცა მივიდეს, ლოცვა ყვეს მათთჳს, რაჲთა მიიღონ სული წმიდაჲ, რამეთუ მუნამდე არა იყო არცა ერთსა მათგანსა ზედა მოწევნულ სული წმიდაჲ, გარნა ბანილ ხოლო იყვნეს სახელითა უფლისა იესუჲსითა. მაშინ დაასხმიდეს ჴელთა მათ ზედა და მიაქუნდა სული წმიდაჲ (8,14-17).

თარგმანი: არა შეუძლებელ იყო ფილიპესგან მიცემაჲ სულისა წმიდისაჲ, რომელი-იგი ეშმაკთა განსხმად და სენთა კურნებად შემძლებელ იყო. არამედ უწყოდა, ვითარმედ უჟამო არს ჯერეთ, ვითარ-იგი თჳთ სიმონისიცა ნათლის-ცემაჲ არავე ჟამიერ იყო, რამეთუ აქუნდა-ვე თბე სიბოროტისაჲ. ეგრეთვე ერსა მასცა, დაღაცათუ ჭეშმარიტად ერწმუნა, არამედ უჴმდა-ვე მიმყოვრებულად მიღებაჲ გამოცდილებისაჲ, და რამეთუ თავთა მოციქულთაცა ადგილსცემდა, რაჲთა უმეტესი საკუთრებაჲ თჳსი აჩუენოს მათდა მიმართ. რამეთუ ესე წესი აწცა დაცვულ არს ეკლესიათა შინა, რომელ შემდგომად ნათლის-ღებისა ჴელის დადებითა მღდელისაჲთა მიიღებენ ნათელღებულნი მადლსა სულისა წმიდისასა, და უმცირესნი პატივითა უდიდესთა მათ დაუმარხვენ თჳსსა მათსა პატივსა. ამისთჳს, ვითარცა დიაკონნი მღდელთა და ეპისკოპოსთა, ეგრეთვე მოწაფენი მოციქულთა ადგილ-სცემდეს. გინა თუ ესრეთცა ვთქუა, ვითარმედ: მიელოდა ოდენ ფილიპე თავთა მათ მოციქულთა, ხოლო მო-რაჲ-ვიდეს იგინი, მათ თანავე იგიცა ჴელის დადებითა მისცემდა მის მიერ ნათელ-ღებულთა მათ მადლსა სულისა წმიდისასა, რამეთუ სული იგი მადლით მიტევებისა ბრალთაჲსაჲ ნათლის-ღებასავე თანა მიეღო მათ. ხოლო აწინდელი ესე მიცემაჲ სულისაჲ კურნებათა ძალსა და სასწაულთა მოქმედებასა მისცემდა მათ.