თარგმანი: არა შეუძლებელ იყო ფილიპესგან მიცემაჲ სულისა წმიდისაჲ, რომელი-იგი ეშმაკთა განსხმად და სენთა კურნებად შემძლებელ იყო. არამედ უწყოდა, ვითარმედ უჟამო არს ჯერეთ, ვითარ-იგი თჳთ სიმონისიცა ნათლის-ცემაჲ არავე ჟამიერ იყო, რამეთუ აქუნდა-ვე თბე სიბოროტისაჲ. ეგრეთვე ერსა მასცა, დაღაცათუ ჭეშმარიტად ერწმუნა, არამედ უჴმდა-ვე მიმყოვრებულად მიღებაჲ გამოცდილებისაჲ, და რამეთუ თავთა მოციქულთაცა ადგილსცემდა, რაჲთა უმეტესი საკუთრებაჲ თჳსი აჩუენოს მათდა მიმართ. რამეთუ ესე წესი აწცა დაცვულ არს ეკლესიათა შინა, რომელ შემდგომად ნათლის-ღებისა ჴელის დადებითა მღდელისაჲთა მიიღებენ ნათელღებულნი მადლსა სულისა წმიდისასა, და უმცირესნი პატივითა უდიდესთა მათ დაუმარხვენ თჳსსა მათსა პატივსა. ამისთჳს, ვითარცა დიაკონნი მღდელთა და ეპისკოპოსთა, ეგრეთვე მოწაფენი მოციქულთა ადგილ-სცემდეს. გინა თუ ესრეთცა ვთქუა, ვითარმედ: მიელოდა ოდენ ფილიპე თავთა მათ მოციქულთა, ხოლო მო-რაჲ-ვიდეს იგინი, მათ თანავე იგიცა ჴელის დადებითა მისცემდა მის მიერ ნათელ-ღებულთა მათ მადლსა სულისა წმიდისასა, რამეთუ სული იგი მადლით მიტევებისა ბრალთაჲსაჲ ნათლის-ღებასავე თანა მიეღო მათ. ხოლო აწინდელი ესე...
მოციქულთა საქმეები 8:17
16. ვინაიდან ჯერ კიდევ არ გადმოსულიყო არც ერთ მათგანზე, არამედ მხოლოდ ნათელი ეღოთ უფალ იესოს სახელით.17. მაშინ დაადეს მათ ხელი; და მათაც მიიღეს სული წმიდა.18. როცა სიმონმა დაინახა, რომ მოციქულთა ხელდასხმით ეძლეოდათ სული წმიდა, ფული მიუტანა მათ
მოციქულთა საქმეები თავი 8