მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 8:29

28. უკანვე ბრუნდებოდა და თავის ეტლში მჯდომარე კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს.29. მაშინ სულმა უთხრა ფილიპეს: მიდი და მიუახლოვდი ამ ეტლს.30. ფილიპეც მივიდა და, როცა გაიგონა, რომ ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, ჰკითხა: თუ გესმის, რასაც კითხულობ?
მოციქულთა საქმეები თავი 8
29. მაშინ სულმა უთხრა ფილიპეს: მიდი და მიუახლოვდი ამ ეტლს.
თავი ი̂ბ. საჭურისისა მისთჳს, რომელსა ნათელ-სცა ფილიპე ანგელოზისა მიერ მივლინებულმან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

ანგელოზი უფლისაჲ ეტყოდა ფილიპეს და ჰრქუა: აღდეგ და მივედ შენ სამხრით კერძო, გზასა მას, რომელი შთავალს იერუსალემით ღაზად. ესე არს უდაბნოჲ. და აღდგა და წარვიდა(8,26-27).

თარგმანი: იხილე, ვითარ ანგელოსნი დაღაცათუ არა თავით თჳსით უქადაგებენ კაცთა, არამედ ქადაგთა მიუვლინებენ, ვითარცა ყოვლით კერძო წადიერნი ცხორებად ჩუენდა. ხოლო დაღაცათუ ვიეთნიმე შჳდთა დიაკონთაგანად იტყჳან ამას ფილიპეს, არამედ მე უფროჲსღა ათორმეტთაგანად ვიტყჳ, რამეთუ იერუსალმით წარივლინა, სადა-იგი ათორმეტნი იყვნეს, და რამეთუ ამისსა ნათლის-ცემასა მყის შეუდგა გარდამოსლვაჲ სულისაჲ, რომელი-ესე ათორმეტთა თჳს-ეყვის. გარნა შენ ისწავე შეუორგულებელი მორჩილებაჲ სახისა ამისგან, ვითარ არღარას გამოიკითხავს ფილიპე, თუ: რაჲსათჳს წარმავლინებ; არამედ მყის შეუორგულებელად ისმენს სიტყუასა ანგელოზისასა, და წარჰვლის გზასა უდაბნოჲსასა, მიმყვანებელსა ღაზად, რომელი არს ქალაქი შესწავებული ქალაქთა შორის ფინიკიისათა, რომლისათჳს ზღაპრობენ, ვითარმედ დიოჲს მიერ აღიშენა და ამისთჳს ეწოდა ღაზა, რამო მუნ დაუტევნა დიო საჴმარნი თჳსნი, ხოლო საჴმართა სახელი სპარსთა ენითა ღაზა უწოდიან. ესე ქალაქი ღაზაჲ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის