თარგმანი: მადლისა მიერ საღმრთოჲსა იქმნა დამთხუევაჲ იგი საჭურისისაჲ ამას თავსა საკითხავისასა, მქადაგებელსა ქრისტეს ვნებათა და აღდგომისასა, რამეთუ ჭეშმარიტად ევნებოდა და არა უთქუმიდა, იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, არამედ, ვითარცა ცხოვარი, უჴმობელად შეუდგა დაკლვად მიმყვანებელთა თჳსთა, რომელი-იგი სახედ ცხოვარისა სამთა ნიჭთა მოგუცემს ჩუენ: ნათლის-ღებისა სამოსელსა — მატყლისა წილ, და ჴორცსა და სისხლსა - ჴორცისა წილ, ხოლო შვილებისა მადლსა — კრავისა წილ, და თჳთ იგი თავადი არს კრავ, ამხუმელ ცოდვათა სოფლისათა, რომელი არასადა ჴმობდა ცილისმწამებელთა მიმართ წინაშე პილატესსა, მსგავსად კრავისა, რომელი დუმს წინაშე მრისუველისა, დაღაცათუ მატყლისა თანა ჴორციცა ოდესმე შეჰკუეთოს საპარსველმან მან. ესრეთ უკუე "საშჯელი მისი მიეღო" რამეთუ არასადა იპოვა მშჯავრი სიმართლით ბჭობისაჲ მსაჯულთა მათ თანა სიცრუვისათა, რომელნი განიკითხვიდეს მას. ხოლო თესლ-ტომი მისი ესრეთ მიუთხრობელ არს, რამეთუ ღმერთი არს მიუწთომელი და ძე ღმრთისაჲ, რომლისა არსებაჲ მიუთხრობელ და გამოუთქუმელ არს, დაღაცათუ კაცობრივ აღიწერების ტომისაგან დავითისსა და აბრაჰამისსა. და კუალად, ესე არს...
მოციქულთა საქმეები 8:33
32. ხოლო წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, შემდეგი იყო: „კრავივით მიიყვანეს დასაკლავად, და როგორც ცხვარი უხმოდაა მისი მპარსველის წინაშე, ისე მასაც არ დაუძრავს კრინტი.33. მისი სიმდაბლის გამო წაერთვა სამართალი, და მის გვარტომს ვინ განგვიმარტავს? რადგანაც მიწიდან აღიხოცა სიცოცხლე მისი“.34. მიუგო საჭურისმა და უთხრა ფილიპეს: გემუდარები, ვისზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას, თავის თავზე თუ სხვაზე?
მოციქულთა საქმეები თავი 8