თარგმანი: ვინაჲთგან ზემოვე სიტყუამან ათორმეტთაჲ მუნვე იერუსალემს შინა თქუა დადგრომაჲ, ცხად არს, ვითარმედ ესე ფილიპე10 არა ათორმეტთა, არამედ შჳდთა დიაკონთაგანი არს, სტეფანეს თანა დადგინებულთაჲ, რომელი შემდგომად ყოველთა მიმო-განბნევისა შთავიდა სამარიად ქალაქსა მას ისრაელთა მეფობისასა, რომელსა უკუანაჲსკნელ ჰეროდეს მიერ შეზღუდვითა შეეცვალა სახელი მისი სევასტოპოლიდ. ამას ქალაქსა შინა ქადაგა და არწმუნა სასწაულთა მიერ და კურნებათა.
მოციქულთა საქმეები 8:6
5. ასე, ფილიპე ჩავიდა სამარიელთა ქალაქში და უქადაგებდა მათ ქრისტეს.6. ხალხი ერთსულოვნად უგდებდა ყურს, რასაც ამბობდა ფილიპე, უსმენდა და ხედავდა სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი.7. ვინაიდან მრავალთაგან, ვინც უწმინდურ სულებს შეეპყროთ, ყვირილით გამოდიოდნენ ისინი და მრავალი დავრდომილი და კოჭლი იკურნებოდა.
მოციქულთა საქმეები თავი 8