თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ ჯერეთ ჩჩჳლ იყო ანანია მადლთა ჰასაკისაგან, რამეთუ ფილიპე ანგელოზისაჲ ირწმუნა წარსლვად გზასა, ხოლო ამას თჳთ უფლისაცა ჩუენებაჲ ძილსა შინა ვერ კმა-ეყო შეუორგულებელად ქმნად ბრძანებისა, რომელმან-იგი უმეტესისა გულსავსებისთჳს პავლეს მლოცველობაჲ და ჩუენებით ხილვაჲცა მის მიერ განკურნებისაჲ აუწყა. გარნა ანანია ესოდენ ძრწოდა და იმალვოდა, რომელ წინაჲთვე გამოეკითხა, რაჲ-იგი ქმნა სავლე იერუსალემს, და ვითარ განჩინებაჲ მიეღო მუნცა შეკრვისაჲ და ტანჯვად წარყვანებისა მორწმუნეთაჲსა იერუსალემს.
12. ხოლო სავლემ ჩვენებით იხილა კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელი დაადო, რათა კვლავ ახელოდა თვალი.13. მიუგო ანანიამ: უფალო, ბევრისგან მსმენია ამ კაცზე, რამდენი ბოროტება უყო შენს წმიდებს იერუსალიმში.14. აქაც მღვდელმთავრებისაგან მიუღია უფლება, რომ შეკრას ყველა, ვინც ახსენებს შენს სახელს.
მოციქულთა საქმეები თავი 9