მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 9:16

15. მაგრამ უფალმა უთხრა: წადი, რადგან ჩემს რჩეულ ჭურჭლად მიცვნია იგი, რათა ატაროს ჩემი სახელი ხალხთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე.16. მე ვუჩვენებ, რაოდენ ვნებას დაითმენს ჩემი სახელის გულისთვის.17. წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, ხელი დაადო და უთხრა: საულ, ძმაო, უფალმა იესომ გამომგზავნა, გზად მიმავალს რომ გეჩვენა, რათა თვალი აგეხილოს და აღივსო სულით წმიდით.
მოციქულთა საქმეები თავი 9
16. მე ვუჩვენებ, რაოდენ ვნებას დაითმენს ჩემი სახელის გულისთვის.
თავი ი̂გ. პავლეს დაბრმობისა და კუალად ნათლისღების მიერ განათლებისათჳს.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

ხოლო სავლე უფროჲს განრისხნებოდა და სავსე იყო გულისწყრომითა და კლვითა მოწაფეთა მათ ზედა უფლისათა. მოუჴდა მღდელთმოძღუარსა მას და ითხოვა მისგან წიგნები დამასკოდ სხუათა მიმართ კრებულთა, რაჲთა მივიდეს და თუ ვინმე პოვნეს ამის მოძღურებისა გზასა, მამები ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ (9,1-2).

თარგმანი: ყოვლად მსგავს იყო სავლე ფიცარსა გარე-მორტყმულსა ქსელითა დედა-ზარდლისაჲთა, რომელი პოვა მეუფემან და განჰყარა ყოველი უშუერებაჲ აჩრდილთაჲ და ბრწყინვალედ გამოსახა მას ზედა ხატი საუფლოჲ, ფერ-შუენიერი წამალთა მიერ საღმრთოჲსა სულისათა, უწოდა მას პავლე და დადვა იგი თეატრონსა შინა ამის სოფლისასა, სახილველ ყოფად ანგელოზთა და კაცთა, რაჲთა იყოს ძუელი მაგალით მხედველთა, ღირსად კმა-ყოფილ მისაბაძვებელად, რაოდენიცა ვის უნდეს განბრწყინვებაჲ თავისა თჳსისაჲ, რამეთუ მის შორის დაუკლებელად იპოების ყოველი სახე უნაკლულოთა სათნოებათა ხატისაჲ. ესე იხილედ და ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი ბედსა და ვარსკულავთა მიაჩემებენ საქმეთა კაცობრივისა თჳთმფლობელობისათა, რამეთუ აჰა მდევარი ქადაგ დევნულისა იქმნების და კეთილითა შეცვალებითა შეიცვალების. ესე იხილედ ყოველთა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის