თარგმანი: ვინაჲთგან ეგულების თქუმაჲ პეტრეს ლუდიად შთასლვისაჲ, ამისთჳს იტყჳს დაწყნარებასა და წარმართებასა ეკლესიათასა, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ დაღაცათუ მოწაფენი განიბნინეს შიშისაგან სტეფანეს მოკლვისა, არამედ ათორმეტთა მოწაფეთა არა დაუტევეს იერუსალემი, ვიდრემდის იქმნა მშჳდობაჲ და წარმართებაჲ ეკლესიათაჲ, რამეთუ ზეშთა ქმნილ იყვნეს საზომსა სხუათა მათ მოშიშებისასა, ვითარცა სრულ ქმნულნი საღმრთოჲსა სიყუარულისა მიერ და აღმავსებელნი ყოვლისა ჰურიასტანისანი ღმრთისმოშიშებითა და სასწაულთმოქმებისა მიერითა ნუგეშინისცემითა სულისა წმიდისაჲთა.
მოციქულთა საქმეები 9:31
30. ეს რომ გაიგეს ძმებმა, კესარიაში წაიყვანეს და ტარსოსს წარგზავნეს.31. ხოლო ეკლესიას მთელს იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის შიშით წარიმართებოდა და მრავლდებოდა სულით წმიდით ნუგეშცემული.32. მოხდა ისე, რომ სხვადასხვა ადგილის მოხილვისას მივიდა პეტრე წმიდებთანაც, რომლებიც ცხოვრობდნენ ლიდიაში.
მოციქულთა საქმეები თავი 9