თარგმანი: ვერ მკადრე იქმნნეს პირველ ტაბითაჲს სიკუდილისა მიწოდებად პეტრესსა, რაჲთა განკურნოს იგი სნებისაგან, რამეთუ ეშინოდა დახრწევად სახარებისა მისისა, ხოლო რაჟამს დამძიმდა განსაცდელი იგი, შემდგომად სიკუდილისა და განბანისა არა დაჰფლეს, არამედ დადვეს ქორსა შინა, რამეთუ ასმიოდა მახლობელ ყოფაჲ პეტრესი. და მიავლინნეს მისსა სასოებითა მტკიცითა, რაჲთა მივიდეს მათდა, ვითარცა შემძლებელი აღდგინებად მისსა.
მოციქულთა საქმეები 9:38
37. მოხდა ისე, რომ იმ დღეებში დასნეულდა და მოკვდა. განბანეს და ქორედში დაასვენეს.38. რაკი იოპე ლიდიასთან ახლოსაა, მოწაფეებმა გაიგეს, პეტრე იქ არისო, და სათხოვნელად აახლეს ორი კაცი, რათა დაუყოვნებლივ მისულიყო მათთან.39. პეტრეც ადგა და გაჰყვა მათ. როცა მივიდა, ქორედში აიყვანეს, სადაც შემოეხვივნენ ქვრივი ქალები, მწარედ რომ ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქსოვდა ტაბითა, სანამდის მათთან იყო.
მოციქულთა საქმეები თავი 9