მსაჯული 16:26
25. როცა გუნებაზე მოვიდნენ, თქვეს: მოიყვანეთ სამსონი, რომ გაგვამხიარულოს. მოიყვანეს სამსონი სატუსაღოდან და ართობდა მათ. სვეტებს შორის ჰყავდათ დაყენებული.26. უთხრა სამსონმა ყმაწვილს, რომელიც ხელჩაკიდებული დაატარებდა: მიმიყვანე, რომ ხელი შევავლო სვეტებს, რომლებზედაც სახლი დგას, და მივეყუდო.27. სახლი კი კაცებითა და ქალებით იყო სავსე. ფილისტიმელთა ყველა მთავარს იქ მოეყარა თავი. სამი ათასამდე კაცი და ქალი ბანზე გასულიყო და უყურებდა სამსონის გაპამპულებას.
მსაჯული თავი 16