მსაჯული 16:27
26. უთხრა სამსონმა ყმაწვილს, რომელიც ხელჩაკიდებული დაატარებდა: მიმიყვანე, რომ ხელი შევავლო სვეტებს, რომლებზედაც სახლი დგას, და მივეყუდო.27. სახლი კი კაცებითა და ქალებით იყო სავსე. ფილისტიმელთა ყველა მთავარს იქ მოეყარა თავი. სამი ათასამდე კაცი და ქალი ბანზე გასულიყო და უყურებდა სამსონის გაპამპულებას.28. შეჰღაღადა სამსონმა უფალს და უთხრა: უფალო ღმერთო, გამიხსენე! ამ ერთხელაც გამაძლიერე, ღმერთო, ერთბაშად რომ მივუზღო ფილისტიმელებს ჩემი ორი თვალის სამაგიერო!
მსაჯული თავი 16