მსაჯული 16:8
7. სამსონმა უთხრა: შვიდი ახალთახალი, გამოუმშრალი ლარით რომ შემკრან, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები.8. მოატანინა ფილისტიმელთა მთავრებს შვიდი ახალთახალი, გამოუმშრალი ლარი და იმით შეკრა დალილამ სამსონი.9. ოთახში კი ხალხი ჰყავდა ჩასაფრებული. უთხრა სამსონს დალილამ: სამსონ, ფილისტიმელები მოდიან შენზე! ისე დაწყვიტა სამსონმა ლარები, როგორც ძენძის ძაფი წყდება ხოლმე, ცეცხლი რომ დაყნოსავს. ვერ ამოიცნეს მისი ძალა.
მსაჯული თავი 16