მსაჯული 16:9
8. მოატანინა ფილისტიმელთა მთავრებს შვიდი ახალთახალი, გამოუმშრალი ლარი და იმით შეკრა დალილამ სამსონი.9. ოთახში კი ხალხი ჰყავდა ჩასაფრებული. უთხრა სამსონს დალილამ: სამსონ, ფილისტიმელები მოდიან შენზე! ისე დაწყვიტა სამსონმა ლარები, როგორც ძენძის ძაფი წყდება ხოლმე, ცეცხლი რომ დაყნოსავს. ვერ ამოიცნეს მისი ძალა.10. უთხრა სამსონს დალილამ: აჰა, ხომ მომატყუე და გამაბრიყვე. ახლა მაინც მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა?
მსაჯული თავი 16