მსაჯული 19:10
9. ადგა კაცი, რომ შინ წასულიყო თავის ხარჭასთან და მსახურ ბიჭთან ერთად. უთხრა სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ: აჰა, დღე საღამოსკენ გადაიხარა, ამაღამაც დარჩით, დამდეთ ხათრი. დღე სადაცაა მიილევა. ეს ღამეც აქ გაითიე და მოილხინოს შენმა გულმა. დილით ადრიანად გაუდგებით გზას და მიხვალთ შინ.10. მაგრამ კაცმა აღარ ისურვა ღამით დარჩენა, ადგა და წავიდა. იარა იებუსამდე, ახლა რომ იერუსალიმია. მიჰყავდა წყვილი კეხდადგმული ვირი და თავისი ხარჭა.11. იებუსს რომ მიადგნენ, კარგა შესაღამოებული იყო. უთხრა მსახურმა ბიჭმა თავის ბატონს: შევიდეთ იებუსეველთა ქალაქში და ღამე მანდ გავათიოთ.
მსაჯული თავი 19