მსაჯული 19:9
8. მეხუთე დღეს დილაადრიან ადგა წასასვლელად. უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ: ჯერ დანაყრდით, შეიცადეთ, ვიდრე დღე გადაიხრებოდეს. ჭამეს ორთავემ და სვეს.9. ადგა კაცი, რომ შინ წასულიყო თავის ხარჭასთან და მსახურ ბიჭთან ერთად. უთხრა სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ: აჰა, დღე საღამოსკენ გადაიხარა, ამაღამაც დარჩით, დამდეთ ხათრი. დღე სადაცაა მიილევა. ეს ღამეც აქ გაითიე და მოილხინოს შენმა გულმა. დილით ადრიანად გაუდგებით გზას და მიხვალთ შინ.10. მაგრამ კაცმა აღარ ისურვა ღამით დარჩენა, ადგა და წავიდა. იარა იებუსამდე, ახლა რომ იერუსალიმია. მიჰყავდა წყვილი კეხდადგმული ვირი და თავისი ხარჭა.
მსაჯული თავი 19