მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მსაჯული 7:20

19. მივიდა ბანაკთან გედეონი და მასთან მყოფი ასი კაცი, როცა შუა სახმილავი იწყებოდა და გუშაგები იცვლებოდნენ. ასტეხეს ბუკისცემა და დაამსხვრიეს დოქები, ხელში რომ ეჭირათ.20. ბუკსა ჰკრა სამივე რაზმმა და დაამსხვრია დოქები. მარცხენა ხელში კვარები ეჭირათ, მარჯვენაში - ბუკები. ახმიანებდნენ და გაჰყვიროდნენ: მახვილები უფლისთვის და გედეონისთვის!21. ყველა თავ-თავის ადგილას იდგა ბანაკის გარშემო. აიშალა მთელი ბანაკი, ღრიალებდნენ და აქეთ-იქით აწყდებოდნენ.
მსაჯული თავი 7
20. ბუკსა ჰკრა სამივე რაზმმა და დაამსხვრია დოქები. მარცხენა ხელში კვარები ეჭირათ, მარჯვენაში - ბუკები. ახმიანებდნენ და გაჰყვიროდნენ: მახვილები უფლისთვის და გედეონისთვის!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა, რაჲთა არარაჲ უმეტესი ტჳრთი დავსდვათ თქუენ ზედა (15,28).:

...სწორ კაცთა მონა ჰგონო სამთა ამათ სიტყუათა მიერ, ვითარმედ: "ჰრწმენა ერსა მას ღმრთისა მიმართ და მოსესსა" () და ვითარმედ "შეეშინა ერსა მას უფლისაგან და სამოელისაგან" () და ვითარმედ "მახჳლი უფლისაჲ და მახჳლი გედეონისი" (). ხოლო უკუეთუ სამნივე ესე — მოსე სამოელ და გედეონ — არა ვითარცა ერთ-პატივნი იჴსენებიან ღმრთისა თანა, არამედ ვითარცა მონანი მეუფისა თანა, ეგრეთვე აწ მოციქულთა თავნი თჳსნი აჴსენნეს სულისა წმიდისა თანა, ვითარცა ლიტონნი კაცნი სულისა თანა საღმრთოჲსა, რომელი-იგი ღმერთ არს ბუნებით, და ქადაგთაცა მისთა ღმერთ-ჰყოფს მადლით და მინიჭებით. არამედ ფრიადი საზღვარი არს შორის ბუნებით ღმრთისა ღმერთ-მყოფელისა და შორის მონათა, მადლით ღმერთ-ქმნულთა მის მიერ, რომელნი არარას ვის დაუმძიმებენ ძუელთა წესთა ძიებითა.

გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან, განშორებად თქუენდა ნაკერპავისაგან, და სისხლისა, და მშთვრისა და სიძვისა, და რავდენი არა გნებავს, რაჲთა გეყოს თქუენ, სხუასა ნუ უყოფთ, რომელთაგან დაიმარხენით თავნი თჳსნი. კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით (15,29).

თარგმანი: სამნი ესე თხოვანი მშთვრისა და სისხლისა და ნაკერპავისაგან განყენებაჲ მისვე ძუელისა...

სრულად ნახვა