ნეემია 9:24
23. ცის ვარსკვლავებივით გაუმრავლე ვაჟები და შეიყვანე იმ ქვეყანაში, რომელზეც მათ მამა-პაპას უთხარი, რომ მის დასამკვიდრებლად მივიდოდნენ.24. მოვიდნენ ვაჟები და დაიმკვიდრეს ქვეყანა. შენ დაუმორჩილე მათ იმ ქვეყნის მკვიდრნი - ქანაანეღები, და მათ ხელში ჩაყარე მათი მეფენი, და იმ ქვეყნის ერნი, რათა მათ თავიანთი ნება-სურვილისამებრ მოქცეოდნენ.25. დაიპყრეს ციხე-ქალაქები და პოხიერი მიწა, დაიმკვიდრეს ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, კლდეში ამოკვეთილი ჭები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები და უამრავი ხეხილი. ჭამეს, დაძღნენ, დასუქდნენ და განცხრომას მიეცნენ, შენი დიდი სიკეთის წყალობით.
ნეემია თავი 9