ნეემია 9:25
24. მოვიდნენ ვაჟები და დაიმკვიდრეს ქვეყანა. შენ დაუმორჩილე მათ იმ ქვეყნის მკვიდრნი - ქანაანეღები, და მათ ხელში ჩაყარე მათი მეფენი, და იმ ქვეყნის ერნი, რათა მათ თავიანთი ნება-სურვილისამებრ მოქცეოდნენ.25. დაიპყრეს ციხე-ქალაქები და პოხიერი მიწა, დაიმკვიდრეს ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, კლდეში ამოკვეთილი ჭები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები და უამრავი ხეხილი. ჭამეს, დაძღნენ, დასუქდნენ და განცხრომას მიეცნენ, შენი დიდი სიკეთის წყალობით.26. გაჯიუტდნენ და განგიდგნენ, ზურგს უკან გადაიგდეს შენი რჯული, ხოცავდნენ შენს წინასწარმეტყველებს, რომელნიც შეაგონებდნენ, რომ შენკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი შენს წინაშე დიდად გასაწყრომ საქმეებს სჩადიოდნენ;
ნეემია თავი 9