ნეემია 9:27
26. გაჯიუტდნენ და განგიდგნენ, ზურგს უკან გადაიგდეს შენი რჯული, ხოცავდნენ შენს წინასწარმეტყველებს, რომელნიც შეაგონებდნენ, რომ შენკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი შენს წინაშე დიდად გასაწყრომ საქმეებს სჩადიოდნენ;27. შენ ჩაყარე ისინი მტრის ხელში, რათა შეეჭირვებინათ, მაგრამ როცა გაჭირვების ჟამს შემოგღაღადებდნენ, შენ ზეციდან უსმენდი, და შენი დიდი გულმოწყალებისამებრ მხსნელებს უგზავნიდი და ისინიც იხსნიდნენ მათ მტრის ხელიდან.28. როგორც კი სულს მოითქვამდნენ, კვლავ იწყებდნენ ბოროტის ქმნას შენს წინაშე. შენ მათ მტრის ხელში ყრიდი, და ისინიც მათზე ბატონობდნენ; მაგრამ თუ ისინი კვლავ მოიქცეოდნენ და შემოგღაღადებდნენ, შენ ზეციდან ისმენდი და შენი დიდი მოწყალეობისამებრ მრავალგზის იხსნიდი მათ.
ნეემია თავი 9