ნეემია 9:28
27. შენ ჩაყარე ისინი მტრის ხელში, რათა შეეჭირვებინათ, მაგრამ როცა გაჭირვების ჟამს შემოგღაღადებდნენ, შენ ზეციდან უსმენდი, და შენი დიდი გულმოწყალებისამებრ მხსნელებს უგზავნიდი და ისინიც იხსნიდნენ მათ მტრის ხელიდან.28. როგორც კი სულს მოითქვამდნენ, კვლავ იწყებდნენ ბოროტის ქმნას შენს წინაშე. შენ მათ მტრის ხელში ყრიდი, და ისინიც მათზე ბატონობდნენ; მაგრამ თუ ისინი კვლავ მოიქცეოდნენ და შემოგღაღადებდნენ, შენ ზეციდან ისმენდი და შენი დიდი მოწყალეობისამებრ მრავალგზის იხსნიდი მათ.29. შეაგონებდი მათ, შენ რჯულს დაბრუნებოდნენ, მაგრამ ჯიუტობდნენ და ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებს და სცოდავდნენ შენი კანონების წინაშე, რომლითაც იცოცხლებს კაცი, თუკი შეასრულებს მათ; ისინი ჯიუტობდნენ, ქედს იფიცხებდნენ და ყურს არ უგდებდნენ.
ნეემია თავი 9