ნეემია 9:29
28. როგორც კი სულს მოითქვამდნენ, კვლავ იწყებდნენ ბოროტის ქმნას შენს წინაშე. შენ მათ მტრის ხელში ყრიდი, და ისინიც მათზე ბატონობდნენ; მაგრამ თუ ისინი კვლავ მოიქცეოდნენ და შემოგღაღადებდნენ, შენ ზეციდან ისმენდი და შენი დიდი მოწყალეობისამებრ მრავალგზის იხსნიდი მათ.29. შეაგონებდი მათ, შენ რჯულს დაბრუნებოდნენ, მაგრამ ჯიუტობდნენ და ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებს და სცოდავდნენ შენი კანონების წინაშე, რომლითაც იცოცხლებს კაცი, თუკი შეასრულებს მათ; ისინი ჯიუტობდნენ, ქედს იფიცხებდნენ და ყურს არ უგდებდნენ.30. მრავალი წელი თავს იკავებდი მათი გულისთვის, შეაგონებდი შენი სულით - წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ ყურს არ უგდებდნენ; ამიტომაც ჩაყარე ისინი ქვეყანათა ხალხების ხელში.
ნეემია თავი 9