მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ოსია 11:9

8. როგორ გაგიმეტო, ეფრემ? როგორ გაგწირო, ისრაელ? როგორ გაგიმეტო ადმასავით? როგორ მოგექცე ცებოიმივით? გადამიბრუნდა გული, ერთიანად ამიტანა სიბრალულმა.9. აღარ ავინთები რისხვით, აღარ აღვიძრები ეფრემის დასაღუპად, რადგან ღმერთი ვარ მე და არა კაცი; მე წმიდა ვარ თქვენს შორის და რისხვით არ მოვალ.10. უფალს გაჰყვებიან; ლომივით ბრდღვინავს ის და როცა დაიწყებს ბრდღვინვას, შიშით წამოვლენ დასავლეთიდან შვილები.
ოსია თავი 11
9. აღარ ავინთები რისხვით, აღარ აღვიძრები ეფრემის დასაღუპად, რადგან ღმერთი ვარ მე და არა კაცი; მე წმიდა ვარ თქვენს შორის და რისხვით არ მოვალ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 6-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის უვნებობა და შეწყალების ღირსება:

...თქვა, რომ ღმერთი რისხდება, იგივე კვლავ აჩვენებს, რომ ღვთაება უვნებელია, და დასძენს: „ნუ მე განმარისხებენა იგინი?“ და „არა თავთა თჳსთა“ (). და ვინც თქვა, რომ იგი ტაძარშია, იგივე კვლავ ამბობს: „არა კაცი შენ შორის წმიდაჲ“ (). „და არა შევიდე ქალაქად“ (), ესე იგი: „ადგილით არ შემოვიფარგლები“. თუ ეს ყველასთვის ბოლომდე არ განუმარტავს, უფრო გონიერს ნათქვამიდან მისცა გააზრება: თუ ღმერთი ტირანული ვნებებისგანაც თავისუფალია და იმათგანაც, რომელთა გარეშეც ჩვენ ცხოვრება არ შეგვიძლია, მით უმეტეს სხვა ვნებებისგან არის გათავისუფლებული. ამიტომაც ამბობს: „ნუ იყოფი, ვითარცა კაცი მძინარი“ ()? და ყველგან უვნებობის შესახებ სიტყვას აღძრავს. ასე რომ აქაც, როცა გულისწყრომას გაიგონებ, ვნებად ნუ მიიჩნევ.

რადგან თუ ადამიანები, რომლებიც სიბრძნისმოყვარეობა...

სრულად ნახვა