მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ოსია 13:2

1. როცა დასძრავდა სიტყვას ეფრემი, შიშის ზარი იყო; იგი აღზევდა ისრაელში, მაგრამ დადანაშაულდა ბაალის გამო და მოკვდა.2. ახლა უმატეს ცოდვას; ჩამოისხეს ქანდაკნი ვერცხლისგან, ოსტატურად, კერპები, რომელთაც ყოველი მჭედელი აკეთებს; ისინი ამბობენ მათზე: კაცის შემწირველნი ხბოებს კოცნიანო!3. ამიტომაც დილის ნისლივით იქნებიან ისინი და ცვარივით, ადრე რომ ქრება; კალოდან ქარისგან ახვეტილ ბზესავით და საკვამურიდან ადევნილი კვამლივით.
ოსია თავი 13
2. ახლა უმატეს ცოდვას; ჩამოისხეს ქანდაკნი ვერცხლისგან, ოსტატურად, კერპები, რომელთაც ყოველი მჭედელი აკეთებს; ისინი ამბობენ მათზე: კაცის შემწირველნი ხბოებს კოცნიანო!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 18
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...რძალვა, მათ წინააღმდეგ დადექი. რადგან ასეთია ვერცხლისმოყვარეობის ბრძანებები. შემომწირე, ამბობს, არა ზუარაკები, არამედ ადამიანები. წინასწარმეტყველი ამბობს: „დაკლენით კაცნი, რამეთუ ზუარაკნი მოაკლდეს“ (); ეს კი ამას არ ამბობს, არამედ: ზუარაკები რომც იყოს, ადამიანები შემომწირე, დაკალი ისინი, ვისაც არაფერი დაუშავებია; თუნდაც კეთილი გქონდეს მიღებული, მოკალი. კვლავ: მტერი იყავი, ყველას საერთო მტრად იარე - თვით ბუნებისა და ღმერთისაც; ოქრო აგროვე არა იმისთვის, რომ ისიამოვნო, არამედ იმისთვის, რომ დარაჯობდე და ტანჯვა უფრო დიდი გახადო. რადგან ვერცხლისმოყვარეს ტკბობა არ შეუძლია; ეშინია, ოქრო არ შემცირდეს, საგანძურები არ გაღარიბდეს. იფხიზლე, ამბობს, ყველას ეჭვის თვალით უყურე - მსახურებსაც და მეგობრებსაც; სხვისი ქონების დარაჯი იყავი. თუ დაინახავ ღარიბს, შიმშილით რომ იღუპება, ნურაფერს უწილადებ, არამედ, თუ შესაძლებელია, ტყავიც კი გააძრე. ცრუ ფიცი დადე, ი...

სრულად ნახვა