მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ოსია 6:5

4. რა გიყო, ეფრემ? რა გიყო, იუდა? თქვენი სიკეთე დილის ნისლივითაა, ცვარივითაა, ადრე რომ ქრება.5. ამიტომაც ვცემდი მათ წინასწარმეტყველთა ხელით და ვხოცავდი მათ ჩემი ბაგის ნათქვამით; შენი მსჯავრი ნათელივით ამოვა.6. რადგან თქვენი სიკეთე მახარებს და არა მსხვერპლი, უფლის შემეცნება და არა აღსავლენი.
ოსია თავი 6
5. ამიტომაც ვცემდი მათ წინასწარმეტყველთა ხელით და ვხოცავდი მათ ჩემი ბაგის ნათქვამით; შენი მსჯავრი ნათელივით ამოვა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
9. საუკუნო სასუფეველი და სულით ცხება:

...ს ამატებ. ნუთუ არ გესმის წინასწარმეტყველისა, რომელიც მის მიმართ ამბობს: „კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა“ ()? და კვლავ, სხვაც ამბობს: „მსჯავრი მისი, ვითარცა ნათელი, გამოვიდეს“ (). თუ შენი მეუფის ყოველ საქმეს ზედმიწევნით არ იცნობ, ამის გამოც ადიდე იგი, ამის გამო ყველაზე მეტად თაყვანი ეცი: მისი დიდებულების გამოუთქმელობის გამო, მისი განგების მიუწვდომლობის გამო, მისი მზრუნველობის მრავალსახეობისა და სიბრძნის გამო.

„შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოებაჲ“ (). რადგან ზემოთ მან თქვა აღსრულებული საქმეები, ძლევები, გამარჯვების ნიშნები, ქვეყნიერების ცხონება — რომ ქვეყნიერება ჭეშმარიტებით, სიმშვიდითა და სიმართლით აღავსო — და, რათა ეჩვენებინა, რომ ამ ყველაფრის აღსრულება არაფრით არის შეუფერებელი, ამის შემდეგ საუბრობს იმ აღმსრულებლის ღირსებაზე: რომ იგი ღმერთია, მეფეა, დაუსრულებელია, მიუკერძოებელი განმკითხველია, მართალთა მოყვარულია და ბოროტების მოძულე....

სრულად ნახვა