მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ოსია 9:10

9. ღრმად გაირყვნენ, როგორც გიბყას დღეებში; მაგრამ ის გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს.10. ყურძენივით ვიპოვე უდაბნოში ისრაელი; როგორც პირველი ნაყოფი ლეღვის ხეზე, როგორც მისი ნათავარი, ისე მივიჩნიე თქვენი მამა-პაპა; მაგრამ ბაყალ-ფეღორთან წავიდნენ ისინი, სირცხვილს შესწირეს თავი და ვინც შეიყვარეს, მათსავით საძაგლები შეიქნენ.11. ეფრემი - ჩიტივით გაფრინდება მისი დიდება! არც შობა, არც ორსულობა, არც მუცლადღება!
ოსია თავი 9
10. ყურძენივით ვიპოვე უდაბნოში ისრაელი; როგორც პირველი ნაყოფი ლეღვის ხეზე, როგორც მისი ნათავარი, ისე მივიჩნიე თქვენი მამა-პაპა; მაგრამ ბაყალ-ფეღორთან წავიდნენ ისინი, სირცხვილს შესწირეს თავი და ვინც შეიყვარეს, მათსავით საძაგლები შეიქნენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ესეც ხომ ბრალდების უდიდესი საბუთია: ღმერთმა შეიყვარა ისინი, ღვთისგან ასეთი კეთილგანწყობა მიიღეს და მაინც უკეთესნი არ გახდნენ.

ამას სხვა წინასწარმეტყველიც მიანიშნებდა: „ვითარცა ყურძენი უდაბნოს ზედა, ვიპოე ისრაჱლი და, ვითარცა მსტუარი ლეღუსა მსთუადი, მამანი მათნი ვიხილენ“ (); ამ ნაყოფებით მათ სასურველობასა და საამურობას აჩვენებდა, მაგრამ სასურველი და საამური იყვნენ არა საკუთარი სათნოების გამო, არამედ ღვთის სიკეთის გამო. ხოლო მისი ნათქვამი ასეთია: მე ისე შევიყვარე, როგორც ვინმე უდაბნოში ნაპოვნ ყურძენს შეიყვარებდა, ან როგორც ვინმე ლეღვზე ადრეულ ნაყოფს. თუმცა მაგალითები ღვთისთვის შეუფერებელია, მაგრამ მათი გემოთმოყვარეობისთვის შესაფერისია. ხოლო ისინი, ამბობს, ასეთი სიყვარულის მიღების შემდეგ გაუცხოდნენ და შევიდნენ ბეელფეგორისკენ. ასევე აქაც მას შეყვარებულსა და საყვარელს უწოდებს, რათა აჩვენოს, რომ ღმერთმა ყოველივე თავისი მხრიდან წარმოაჩინა: არა მათ დაიწყეს, არამედ ღმერთმა უწინამძღვრა. ისინი კი ამის შემდეგაც არ გამოაჩ...

სრულად ნახვა